logo
ENG


ბარამიძე: ვხედავთ ხალხის უმრავლესობის ერთსულოვნებას, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია
გია ბარამიძე
22 დეკ, 2022 12:32
ბარამიძე: ვხედავთ ხალხის უმრავლესობის ერთსულოვნებას, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია
  • 591ნახვები

ახლა ჩვენ ვხედავთ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ჯანსაღი ნაწილის, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების, ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი. თუ ამ რეჟიმს აქვს ოდნავ მაინც  რაღაც რაციონალიზმი და ოდნავ მაინც გონიერება და პასუხისმგებლობა, იმის გაცნობიერების უნარი, რომ ისინი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს რამე მოუვიდეს და რომ ამით შეიძლება მათ უბიძგონ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ ერთის მხრივ და მეორე მხრივ, ბოლომდე დააკარგვინონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიღება აი, ამ ეტაპზე. გააცნობიერეს, რომ ეს ზეწოლა როგორც ქართული მოსახლეობის მხრიდან ისე, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის უკვე ძალიან მაღალი და შეიძლება, ღმერთმა არ ქნას, რაღაც უბედურება, რომ მოხდეს, პროცესები მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს. 

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე. დღეს 7 თვის შემდეგ პირველად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო.



ასევე ნახეთ
close დახურვა