logo
ENG


დავითულიანი სააკაშვილზე: ზელენსკის საქმე არაა, საქართველოში აქვს ჩადენილი დანაშაული
  • 529ნახვები

ზელენსკი არაფერ შუაში არ არის. ჩემი აზრით, ზელენსკის საქმეც არ არის. უკრაინის მოქალაქე კია, მაგრამ საქართველოში აქვს ჩადენილი დანაშაული, რომლისთვისაც მსჯავრდებულია. შესაბამისად, საქართველოში უნდა აგოს პასუხი. თუ მესამე პრეზიდენტია, მაშინ ზელენსკის მოწოდება არ გვჭირდება და თუ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია, საქართველოში აქვს დანაშაული ჩადენილი და მაინც ზელენსკის საქმე არ არის. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ეს მისი უფლებაა, თუმცა მას ნათქვამი აქვს "არა და არასდროს", თავისი გადასაწყვეტია.

თქვა ქართული ოცნების წევრმა ბექა დავითულიანმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადაყვანონ მიხეილ სააკაშვილი ევროპის, აშშ-ის ან უკრაინის რომელიმე კლინიკაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა