logo
ENG


მარგველაშვილი სააკაშვილზე: უმძიმესია, რითაც ვცხოვრობთ, საზოგადოება არჩევს წამების ხარისხს
  • 587ნახვები

ერის თვალსაზრისით რომ ვუყურებ, ძალიან მძიმე სურათი იკვეთება. ჩვენ ვაწამებთ ამ ადამიანს, ვუყურებთ ამ ადამიანის წამებას. ეს ხომ არ არის დაფარული კადრები, რომლებსაც უშვებენ მაგალითად ისეთ დროს, რომ არასრულწლოვნებმა არ დაინახონ? ეს არის საჯარო ინფორმაცია. ჩვენ ვუყურებთ, მერე საზოგადოება კამათობს... ანუ წამებას ვაანალიზებთ... ის, რითაც ჩვენ ამ ეტაპზე ვცხოვრობთ უმძიმესი ფურცელია ნებისმიერი ერის ისტორიისათვის იმიტომ, რომ საზოგადოება არჩევს წამების ხარისხებს. მართლა ძალიან სტკივა, თუ ისე რა? ეს მდგომარეობა არის უმძიმესი ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროცესში ვართ.

როდესაც უყურებ იმას, რომ მოვკალით ჩვენი პირველი პრეზიდენტი... დღეს დეტალებს ვინ რომელ მხარეს იდგა, მნიშვნელობა არ აქვს, არც ზვიად გამსახურდიას შეცდომებს არ აქვს მნიშვნელობა, არავის აღარაფერი არ ახსოვს, დარჩა ის, რომ მოვკალით პირველი პრეზიდენტი.

ხვალ და ზეგ ისტორიის თვალსაზრისით, აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ რა პოზიციაზე იყო - იქნება ის, რომ ქართველები ასე აკეთებენ და თავის რჩეულებს კლავენ. განსაკუთრებით იმათ, ვინც რუსეთს უპირისპირდება იმიტომ, რომ ზვიადიც გამორჩეულად რუსეთთან დაპირისპირებული იყო და მიხეილ სააკაშვილიც. ეს ქართველები რაღაცნაირად ახერხებენ, რაღაც მიზეზები აქვთ, რაღაც მიზეზები აქვთ ხოლმე, ზოგი სწორი, ზოგი მოგონილი, მაგრამ ვინც რუსეთს ძალიან დაუპირისპირდება, კლავენ და ეს შეჯამდება, როგორც ისტორიული რეფრენი ჩვენი თაობის, ჩვენი ქვეყნის შესახებ.

განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა კომენტარში.



ასევე ნახეთ
close დახურვა