logo
ENG


ვანო ნადირაძე: რუსები თავდაცვის რეჟიმში არიან გადასულები
  • 520ნახვები

ამ წუთისთვის ტაქტიკური ინიციატივა უკრაინის მხარესაა. მაგალითად, კრემენას მიმართულებაზე, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ დილით უკრაინული ჯარები კრემენაში იყვნენ შესულები. ეს შეიძლება მანამდეც მომხდარიყო, ამინდს რომ შეეწყო ხელი. ჩვენ გვაწყობს, რომ ნიადაგი გაიყინოს, რადგან ჩვენ გვექნება ამ შემთხვევაში უპირატესობა, რათა ჯავშან ტექნიკა ადვილად გადაადგილდეს. ჰაიმერსების დამსახურებაა, ბახმუტში უკვე იგრძნობა - რუსებს ლოჯისტიკა ძალიან ცუდი აქვთ. ბახმუტთან ძალიან ბევრი მიმართულებით უკვე უკან დაიხიეს. ჭურვები არ მიეწოდებათ ისეთი მასშტაბით, როგორც მიეწოდებოდათ, ასევე იფიტებიან. ამიტომ ტაქტიკური ინიციატივა მთლიანად უკრაინის მხარეს არის გადასული.ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, მელიტოპოლი მათთვის ძალიან ძვირფასი და ღირებული ადგილია, მაგრამ უკვე რამდენიმე ადგილას თავდაცვის ზღუდეებს აშენებენ და თავდაცვით რეჟიმში არიან გადასულები. გამორიცხულია მდინარეზე გადმოვიდნენ და ხერსონის მიმართულებით განახორციელონ შეტევები. ერთადერთი უპირატესობა სადაც აქვთ, დონეცკის მიმართულებით, ოვდეევკაშია, მაგრამ ეგეც არაა დიდი ტერიტორია. გადასულები არიან თავდაცვის რეჟიმში.

განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში



ასევე ნახეთ
close დახურვა