logo
ENG


კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე: სირთულეები გადალახვადია, მაგრამ ეს დაუძლეველი ტკივილია
კახა კალაძე
28 დეკ, 2022 12:07
კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე: სირთულეები გადალახვადია, მაგრამ ეს დაუძლეველი ტკივილია
  • 401ნახვები

თბილისს წელს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ გამარჯვებებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემა და სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა, როგორც პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც  ოთხი შვილის მამისთვის და როგორც რიგითი ადამიანისთვის, ასევე ჩემი თანამშრომლებისთვის. ყველა სიძნელე და სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს,  არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ყოველი თქვენგანისთვის, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, არის დაუძლეველი ტკივილი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება,  რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს აღარ განმეორდეს

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა