ცოტნე, ერთი რამ მინდა გითხრა, უბრალოდ მერწმუნე, რომ იმაზე მეტ პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავ, რასაც ჩვენ ჩვენი გადმოსახედიდან ვხედავთ ყოველდღიურობაში და შეიძლება არც უნდა ხედავდე, ეს ნორმალურია. იმდენი პრობლემაა დედაქალაქში, სხვადასხვა მიმართულებით, იგივე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იგივე მეტრო, მკითხე, მეტროში თუ ვარ ჩასული ზოგადად. მე რომ მეტროში დავდიოდი, შეიძლება დაბადებულიც არ იყავი, ოღონდ მართლა ვამბობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა მეტროთი დადის, ვიღაცა არ დადის, ეს რამეს ცვლიდეს. ჩვენ ვიცით რა არის პრობლემა, ვიცით რა არის გამოწვევა და ყველაზე მთავარი, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით, არსებული დისკომფორტი მოვუხსნათ და მეტიც, ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მე ძალიან ბევრი რამით გადავადგილდები, გადავადგილდები კერძო ავტომობილით, საჭესთანაც მიყვარს ჯდომა, გადავადგილდები ასევე მოტოციკლეტით, ძალიან კარგი მოტოციკლეტი მყავს და მსიამოვნებს სიარული, ასევე ველოსიპედითაც და ჩემ შვილებთან ერთად სკუტერითაც ძალიან ხშირად გადავადგილდები, ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია. გინდა ავტომობილით გადაადგილდით, გინდა მეტროთი, გინდა ავტობუსით, მიკროავტობუსით, არავინ გზღუდავთ. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს.
ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ გირჩი - მეტი თავისუფლების დეპუტატის, ცოტნე კობერიძის კითხვას საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით.