logo
ENG


ზურაბიშვილი: რუსული სოფელია ჩემს სასახლესთან, ამ დაძაბულ პერიოდში, სხვაგან ასე არ იქნებოდა
  • 801ნახვები

ქვეყანა იძირება ამ [მიხეილ სააკაშვილის] საკითხის ირგვლივ და ამაში ორივეს აწყობს, ერთ მხარეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს, იმიტომ რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არც ერთ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს ხელისუფლებას და მე ამაში, არ ვიცი, რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია ან ალბათ არ მიცნობენ, არ ვიცი, ამდენი წელი უკვე ვეღარ გამიცნეს, მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ქალზე და პრეზიდენტზე, ინსტიტუტზე, ის რაც ხდება დღეს. ზეწოლა, ბულინგი, სხვათა შორის არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ, შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ, რას ნიშნავს, არ მგონია, არც ერთ ქვეყანაში, სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრებია და გემოვნება.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა