logo
ENG


არესტოვიჩი: ევროპელების აზრით, ოცნება არ აჩვენებს ერთგულებას ევროპული ღირებულებების მიმართ
  • 457ნახვები

ევროპელების თვალსაზრისით საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით, რბილად რომ ვთქვათ, არ აჩვენებს სურვილსა და ერთგულებას ევროპული ღირებულებების გაზიარების მიმართ. ევროპაში ბევრი რამის წარმოდგენა შეუძლიათ, მაგრამ არა ადამიანის წამებით მიზანმიმართული მკვლელობა, რადგან სასამართლო პროცესში ჯანმრთელობის ასეთ მდგომარეობაში მონაწილეობა შეიძლება შეფასდეს როგორც წამება. ყველას ყველაფერი ესმის და ნამდვილ სახელს არქმევს - ჯერ არაოფიციალურად. ევროპელები ამას აცხადებენ ჯერ მხოლოდ ერთი დეპუტატის სახელით. მან გამოხატა კოლექტიური მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ადამიანის მკვლელობა ციხეში მაშინ როდესაც არსებობს საშუალება, რომ ის უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო დახმარებით სასამართლო პროცესის პარალელურად - ეს ნამდვილად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ანუ გაჟღერდა შეფასება, რომ თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, საქართველო როგორც სახელმწიფო, ამომრჩევლები აძლევენ უფლებას საკუთარ თავს და მთავრობას ასე უხეშად დაარღვიოს ევროპული ღირებულებები - აშკარაა, რომ მათთვის ადრეა საერთო ევროპულ ოჯახში გაწევრიანება

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ФЕЙГИН LIVE-ის ეთერში. 22 დეკემბერს, ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავს.



ასევე ნახეთ
close დახურვა