logo
ENG


სერგეენკო: ჩემთვის უკიდურესად არაკომფორტულია პრეზიდენტისადმი ასეთი დამოკიდებულების ყურება
  • 463ნახვები

რასაც ახლა, განსაკუთრებით გუშინდლიდან დაწყებული ბოლო ორი დღის განმავლობაში ვადევნებთ თვალყურს, ვგულისხმობ პრეზიდენტისადმი ასეთ გამოკვეთილ აგრესიულ მოთხოვნებს ამა თუ იმ მიმართულებით, ჩემი აზრით არ არის კარგი და შესანიშნავი და მინდა მჯეროდეს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ სულ ახლა, ისტორიისთვის ახლა, შედარებით რამდენიმე წლის წინ, შევცვალეთ ქვეყნის მართვის სისტემა და პრეზიდენტი აღარ არის პირველი პირი და ფუნქციები გადანაწილდა საპარლამენტო რესპუბლიკის შესაბამისად, ალბათ რაღაც დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ყველამ ფუნდამენტურად გაიაზროს ფუნქცია და შესაბამისი კომუნიკაციით ხდებოდეს ეს და არა ასე დაძაბულად, როგორც ხდება ბოლო ხანებში.

ჩემთვის პირადად, მიუღებელია ის ფორმა, რითაც პრეზიდენტზე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად, არ აქვს მნიშვნელობა როგორი გადაწყვეტილების მისაღებად. მირჩევნია და უფრო სწორია ჩემი აზრით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკურ ინსტიტუციებში ცივილურად ხდებოდეს და არა ისეთი დაძაბულობის ფონზე, როგორც ახლა ხდება.

პარლამენტი, განსხვავებით მთავრობის კაბინეტისგან არის პარლამენტი, სადაც აქვს ყველას თავისი აზრის გამოხატვის უფლება და მეორეს მხრივ, არავის აქვს ვალდებულება ვინმემ გაიზიაროს ვინმეს ნათქვამი ან გაემიჯნოს. ყველა ამბობს იმას, რასაც თავად თვლის საჭიროს, მათ შორის მეც, გეუბნებით, რომ ჩემი აზრით, ჩემთვის უკიდურესად არაკომფორტულია იმის თვალყურის დევნება, რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, ვგულისხმობ პრეზიდენტისადმი ასეთ დამოკიდებულებას.

თქვა ქართული ოცნების წევრმა დავით სერგეენკომ.

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც მმართველი პარტიის მხრიდან მის მიმართ ბულინგზე, შანტაჟსა და მუქარაზე ისაუბრა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა