logo
ENG


ზელენსკი: დაე, 2023 წელი გახდეს გამარჯვების და უკრაინელების სახლში დაბრუნების წელი
  • 963ნახვები

დაე, 2023 წელი გახდეს უკრაინელების სახლში დაბრუნების წელი და საზღვრები დაუბრუნდეს 1991 წელს არსებულ საზღვრებს. მინდა ყველა ჩვენგანს გისურვოთ ერთი რამ - გამარჯვება. და ეს არის მთავარი. ერთი სურვილი ყველა უკრაინელისთვის. დაე, ეს წელი იყოს დაბრუნების წელი. ჩვენი ხალხის დაბრუნების წელი. მეომრების დაბრუნების თავიან ოჯახებში. ტყვეების თავიანთ სახლებში. ლტოლვილების თავიანთ უკრაინაში. ჩვენი მიწების დაბრუნების წელი ყოფილიყოს. და დროებით ოკუპირებული მიწები სამუდამოდ განთავისუფლდებიან. დაე, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. დაე, დავუბრუნდეთ ბედნიერ წუთებს, კომენდანტის საათის გარეშე. დავუბრუნდეთ მიწიერ ბედნიერებას, საჰაერო განგაშების გარეშე. დაე, ეს ყველაფერი მოიტანოს ახალმა წელმა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის ვიბრძოლოთ. აი რატომაც, ჩვენ ყველანი აქ ვართ. მე აქ ვარ, ყველანი აქ ვართ. ჩვენ ყველანი - უკრაინა ვართ. დიდება უკრაინას! გილოცავთ ახალ წელს

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო ვიდეომიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა