logo
ENG


მიტროპოლიტი: უკრაინაში მებრძოლთა შორის ბევრი ჩვენი თანამემამულეა, ისინი საქართველოს იცავენ
  • 664ნახვები

უპირველესად გავიხსენოთ უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის მსხვერპლია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომელთა ღაღადისი ზეცას სწვდება; და კიდევ ბევრად მეტია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი; განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ სამხედროები, რომლებიც იცავენ მშობლიურ მიწა-წყალს და საკუთარ სახელმწიფოებრიობას, საკუთარ ოჯახებს და შვილების მომავალს. ამ მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც უკრაინაში (და ეს შეიძლება ცალსახად ითქვას!) საქართველოს იცავენ! ღმერთმა დალოცოს სამშობლოს დამცველნი და ბრძოლის ველზე დაცემულნი, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვებულნი მამულიშვილნი ჩვენნი!

წერია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა