logo
ENG


ვოლსკი: კასიანოვი არაადეკვატურია მოქმედებებში, რასაც დახმარებას ეძახის მილიარდებია გადახდილი
გია ვოლსკი
09 იან, 2023 17:01
ვოლსკი: კასიანოვი არაადეკვატურია მოქმედებებში, რასაც დახმარებას ეძახის მილიარდებია გადახდილი
  • 640ნახვები

კასიანოვის განცხადება ჯერ ერთი, არაადეკვატურია, საერთოდ ვითარებაზე რომელიც 2008-ში იყო. მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და საერთოდ, რასაც იგი დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ...

რაც შეეხება განცხადების არაადეკვატურობას, რა საკვირველია, ეს ახასიათებს ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით...

არა მარტო იარაღის გადაცემაზე არამედ მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე იყო მოთხოვნა და თვითმფრინავებიც კი გამოაგზავნეს, ჩარტერული რეისები უკრაინიდან და ამას არ დავთანხმდით, ვინაიდან ეს ომში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა. ამ თემაზე არის ლაპარაკი და ამიტომ ვამბობთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა და საერთოდ საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვა ეს ის ინტერესია, რომელსაც დღემდე დაუმალავად, დაუფარავად აცხადებენ ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსნები, მაგრამ რაც შეეხება იმ ილუზიის შექმნას, რომ ვიღაცამ უფასოდ რაღაც გადმოგვცა, რასაც კასიანოვი აღნიშნავს, ეს სხვა თემაა და მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს.

 

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული საზენიტო-სარაკეტო "ბუკის" სისტემების დაბრუნება სთხოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა