logo
ENG


იონათამიშვილი ჰოჯესზე: ასეთი ადამიანების განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს
  • 360ნახვები

ჩვენ ამ ადამიანის არაერთი განცხადება გვახსოვს, რომლის საფუძველზეც საქართველოს პირდაპირ მოუწოდებდა ომში ჩართვისკენ. პირდაპირ გამოთქვამდა საყვედურებს იმაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ქმედებები არ აქვს განხორციელებული დღეს იგივე აფხაზეთში თუ სამაჩაბლოში და ამით, ფაქტობრივად, ის მავნებლურ განცხადებებს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

ცხადია, ასეთი ადამიანების განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ცდილობენ, ასეთი პირდაპირი ომის რიტორიკის და გლობალური ომის პარტიის წევრი გამოიყენონ სპიკერად, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომაა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის აღიარება, რომ მათი რეალური მიზნები და ამოცანები ზუსტად ესაა. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა რატი იონათამიშვილმა. ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა დღეს განაცხადა, რომ "ვერ ხედავს ვერანაირ სარგებელს, საქართველო გადაჯაჭვული იყოს კრემლთან".



ასევე ნახეთ
close დახურვა