ამ შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობა ნულია. რა განცხადებასაც უნდა, იმ განცხადებას გააკეთებს. ის არის ოპოზიციურ-ლობისტურ მოძრაობაში ჩართული პირი და აკეთებს შესაბამის, ოპოზიციისთვის შესაბამის განცხადებებს.
ამბობს ქართული ოცნების წევრი ირაკლი ქადაგიშვილი. ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა დღეს განაცხადა, რომ "ვერ ხედავს ვერანაირ სარგებელს, საქართველო გადაჯაჭვული იყოს კრემლთან".