logo
ENG


ნადირაძე: მე და ჩემ გარშემო მებრძოლები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტანკებით არასოდეს შემოვალთ
  • 805ნახვები

ეს ვიდეო ჩაწერილი არის საფრანგეთში, უკრაინაში არ არის ჩაწერილი. ამ ორ ადამიანთაგან ერ-ერთი საერთოდ უკრაინის საზღვართანაც არ არის მოსული და მეორე კი აქ უკრაინაში იყო, იბრძოდა, მაგრამ მოქმედმა ჯარისკაცმა ძალიან რთულია, რომ უკრაინის საზღვარი დატოვოს და სხვა ქვეყანაში წავიდეს - ეს ცალკე საკითხია. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემაა ასეთი თემები, რომ ჩვენ ტანკებით შევალთ, რანაირი მოწინააღმდეგეც არ უნდა გვყავდეს დღეს საქართველოში და მე ამას ხმამაღლა ვამბობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ჩვენი ქვეყნის უბედურება.

მე ის თაობა ვარ, რომელმაც ნახა სამოქალაქო ომი, მე ის თაობა ვარ, რომელმაც ნახა დანგრეული თბილისი და თბილისის ცენტრი. ეს ჩვენ კიდევ დაგვაბრუნებს ათწლეულები უკან ჭაობებში, ეს შეიარაღებული და სამოქალაქო დაპირისპირება და რაც არ მინდა და ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიქნები, მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი, რომ სამწუხაროდ ხელისუფლებამ ისე აიტაცა, რომ ჩვენ აქ მებრძოლები იმიტომ ვართ, რომ აქედან ჩვენ ტანკებზე დავსხდეთ და აქედან წავიდეთ... მე პირადად და ის ადამიანები, ვინც ჩემ გარშემო არიან და იბრძვიან, არასოდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მითუმეტეს სხვა ქვეყნიდან, ტანკებით და ავტომატებით არასოდეს შევალთ. რაც არ უნდა პოლიტიკური წინააღმდეგობა გვქონდეს, დღესდღეობით მე პირადად და ჩემ გარშემო მყოფი მებრძოლები არასოდეს დავუშვებთ შეიარაღებულ სამოქალაქო ომს საქართველოში.

 

განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ გადაცემაში გიორგი თარგამაძის ფორმულა, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ საქართველოში "ტანკებით შემოვა". 



ასევე ნახეთ
close დახურვა