logo
ENG


მამულაშვილი ღარიბაშვილზე: მიზანი იყო, მოხალისეთა ნაკადი შეეწყვიტა, ესეც ვერ შეძლო
  • 1004ნახვები

აქ ნებისმიერი ადამიანი, ვინც წარმოადგენს ქართულ ლეგიონს და ჩვენი წევრია, ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რისთვის იბრძვის. ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ, შეიძლება, დაგვთრგუნოს, მე მგონი, ზედმეტია. აქ ადამიანები არიან წამოსულები იმისთვის, რომ დაიცვან საქართველო.

ასე რომ, ის, რასაც ლაპარაკობს პრემიერმინისტრი, ან ნებისმიერი სხვა წევრი, ვერ იქონიებს ვერანაირ ეფექტს ჩვენზე. მთავარი მიზანი ღარიბაშვილის იყო, შეწყვიტა მოხალისეთა ნაკადი, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღე გვიერთდება და ესეც ვერ შეძლო, იმიტომ, რომ ბევრად უფრო დიდი ნაკადი წამოვიდა უკრაინისკენ იმის შემდეგ, რაც გააკეთა ეს განცხადებები. არ მოქმედებს ეს არანაირად მებრძოლების საერთო განწყობაზე და არ აქცევენ ყურადღებას ისევე, როგორც მე არ ვაქცევ.

განაცხადა ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა