მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.