logo
ENG


იუკნევიჩიენე: საქართველო ევროპაა, მაგრამ ქვეყნის ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშაა
  • 430ნახვები

მე სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ამიტომ, იმედი მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ჟურნალისტსა და მთავარი არხის აღმასრულებელ დირექტორს. ამის შესახებ წერილი პრეზიდენტს ევროპარლამენტარებმა უკვე გასულ ნოემბერს გაუგზავნეს. საქართველო ევროპაა, მაგრამ საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამო.

წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აზიარებს.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე".



ასევე ნახეთ
close დახურვა