logo
ENG


ვაკარჩუკი: შეგიძლიათ იამაყოთ ისეთი ადამიანებით, როგორიც კიკაბიძეა, იგი დიდი პატრიოტი იყო
  • 656ნახვები

საქართველოში რუსეთის შეჭრის დროს, 2008 წელს, ბუბა კიკაბიძე ხმამაღლად გაილაშქრა ამის წინააღმდეგ. იგი ნამდვილი მოქალაქის პოზიციას იკავებდა. ასევე მის მხარდაჭერას უკრაინისადმი, ჩვენ ვერასდროს დავივიწყებთ, ეს იყო გულწრფელი და ადამიანური დახმარება. მხოლოდ ერთხელ შევხვდი კიკაბიძეს ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცნობდი, მაგრამ როცა შევხვდი, დავინახე თუ რამდენად დიდი გული აქვს ამ ადამიანს... ის ძალიან ცნობილი საბჭოთა ფიგურა იყო, ამ სიტყვის კარგი გაგებით - მსახიობი, მუსიკოსი, ყველა ადამიანმა იცოდა მისი სიმღერები, ადამიანებს მისი ციტირება შეეძლოთ, მაგრამ 2008 წლის შემდეგ და განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ უკრაინამ კიდევ უფრო მეტად დაიწყო მისი პატივისცემა და სიყვარული. იგი არა მხოლოდ როგორც ნიჭიერი მსახიობი და მუსიკოსი მოქმედებდა, არამედ მოქმედებდა როგორც უკრაინის რეალურად ნამდვილი მეგობარი და საქართველოს ნამდვილი შვილი. ჩვენ გვიყვარს პატრიოტი ხალხი. მას არ ჰქონია ორაზროვანი პოზიცია. მისი პოზიცია იყო ან შავი ან თეთრი და ეს ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს, ამიტომაც უკრაინელები მას დიდ პატივს სცემენ და სასახლეზე საქართველოს დროშასთან ერთად იყო უკრაინულიც - ამას ძალიან ვაფასებ.

სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ სიტყვები "ჩიტო გვრიტო, ჩიტო მარგალიტო" არის პირველი ქართული სიტყვები, რომელიც ვისწავლე ქართულად. არ ვიცოდი რას ნიშნავდა, მერე მითხრა ვიღაცამ, რომ ეს იყო სიმღერა ჩიტზე. ახლა უკვე რამდენიმე ქართული სიტყვა ვიცი და ჩემი საყვარელი სიტყვა ქართულად არის - "ძალიან დიდი მადლობა" და ეს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ ისეთი ადამიანებით, როგორიც არის ბუბა კიკაბიძე. იგი იყო ძალიან დიდი ადამიანი. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ასეთი ადამიანები ჰყავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები და უკრაინელები მუდამ მეგობრებად დავრჩებით და ყოველთვის ვიტყვით იმ სიტყვებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის.

განაცხადა ჯგუფ ოკეან ელზის სოლისტმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრმა [ომის შემდეგ] სვიატოსლავ ვაკარჩუკმა ფორმულას ეთერში. [სინქრონული თარგმანი]

მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. იგი დღეს დაკრძალეს. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა