logo
ENG


გონჩარენკო: პირველ რიგში, სააკაშვილი ადამიანია, უკრაინა მზადაა, დაეხმაროს თავის მოქალაქეს
  • 378ნახვები

პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი.მას აქვს უფლება,მოეპყრონ როგორც ადამიანს, მიიღოს სამედიცინო დახმარება. უკრაინა ამ რთულ ვითარებაშიც კი მზადაა დაეხმაროს ჩვენს მოქალაქეს. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იქნება, რომლებიც მზად არიან მას სამედიცინო დახმარება შესთავაზონ. არა იმიტომ, რომ ის პრეზიდენტი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის ადამიანია. ეს არის ყველაზე მთავარი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მაწუხებს. მინდა ის გამოჯანმრთელებული და ჯანმრთელი ვნახო. ეს არის ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლება ამ პლანეტაზე.

ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ პალიტრანიუსთან ინტერვიუში განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა