logo
ENG


მათიკაშვილი საგარეჯოში მომხდარზე: მოვუწოდებ ოპოზიციას, ფაქტით მანიპულირების რესურსი არ არის
  • 471ნახვები

საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა და სამწუხაროდ, ასეთი მძიმე ფაქტებისგან დაზღვეული არ არის არცერთი ქვეყანა. ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანია აქ ის, რომ მხარდაჭერა გამოვხატოთ და ყველანაირად გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს მხარდაჭერა სჭირდება. აქვე მინდა ვთქვა, მოვუწოდო ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი ფაქტებით მანიპულირების რესურსი ნამდვილად არ არსებობს და ნუ მიმართავენ ისეთ, ასე ვთქვათ, წიაღსვლებს, რომლებიც ასეთ სიტუაციებში მათ სჩვევიათ. გვახსოვს საქართველოში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები და როგორ მანიპულირებენ ამ მოვლენებით და პლუს ამას ნუ დაამატებენ იმ პოლიტიზებას ფაქტის, სადაც ეს ნამდვილად არ არის საჭირო...

ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით. კიდევ უფრო მეტად მკაცრდება, ახლახან იქნა ცვლილებები შეტანილი კანონმდებლობაში და ზოგადად რეგისტრირებული იარაღის გადატანა ან ამ იარაღის სანადირო იარაღის მიჩნევასთან და ა.შ რეგულაციები საქართველოს კანონმდებლობაში კიდევ უფრო გამკაცრდება და სრულყოფილი იქნება. თუმცა კვლავ შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი მოვლენები ზოგადად ცივილიზებული, თანამედროვე სამყაროსთვის არის სამწუხაროდ დამახასიათებელი და მისი. აბსოლუტური, 100%-იანი პრევენცია და აღკვეთა ისე, რომ რაღაც საკანონმდებლო სისტემა შექმნა და ამით შენ ნულამდე დაიყვანო რისკი, რომ რაღაც მსგავსი პრობლემა მოხდეს, სამწუხაროდ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ არსებობს [...]

ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებთან მიმართებით არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე, კი ბატონო და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სათანადოდ ზრუნავს. მეორეა, როდესაც ადამიანს ასეთი პრობლემები აქვს, რა თქმა უნდა ინიცირება მისი მხრიდან უნდა მოხდეს. მან უნდა მიაკითხოს ჯანდაცვის სისტემას და ჯანდაცვის სისტემა ასეთ პრობლემებს, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს სცემს. მაგრამ, თუ არ ხდება მიმართვა, არ ხდება ამ საკითხით დაინტერესება, ძალიან ძნელია, რომ ყველა ასეთ მოვლენას სათანადო და მყისიერი რეაგირება ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან.

 

აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი საგარეჯოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე, რომელსაც 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი ემსხვერპლა. 

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა