logo
ENG


რინკევიჩი: ბალტიის ქვეყნები მოვუწოდებთ გერმანიას, გადასცეს Leopard-ები უკრაინას
  • 331ნახვები

დღეს მოვითხოვთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას. ვხედავთ, რომ რუსული აგრესია გრძელდება. გვჯერა, რომ გარკვეული ნაბიჯები შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. ბალტიის ქვეყნები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გერმანიას, გადასცეს Leopard-ები უკრაინას. მნიშვნელოვანია, გავაკეთოთ ყველაფერი უკრაინის მომარაკებისთვის. ასევე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ რუსული სახელმწიფოს აქტივების კონფისკაციის აუცილებლობის შესახებ.

განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის მორიგი ტრანშის გამოყოფას განიხილავენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა