logo
ENG


კულება: მივიღეთ ბრიტანული Challenger, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენამდე Leopard-იც მოაღწევს
  • 403ნახვები

ტანკების საკითხში ბოლო ნახევარი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ჩვენ უკვე მივიღეთ ბრიტანული Challenger. იყო დრო, როდესაც ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ უკვე ვიღებთ მსუბუქ ფრანგულ ტანკებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენამდე Leopard-იც მოაღწევს. მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზე ვართ. ორი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, არის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და საბრძოლო თვითმფრინავები. საინფორმაციო სივრცეში ჩნდება პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავების თემა უკვე განიხილება. ადრე ეს არ ხდებოდა, ახლა კი უკვე რეალობაა.

განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა