logo
ENG


სარჯველაძე კასიანოვის განცხადებაზე: ალბათ, წამოცდენას უნდა მივაწეროთ
  • 604ნახვები

ეს არის ბატონი დოლგოვის ან ვიღაცების გაკეთებული განცხადებების გაგრძელება, რომელიც შეიძლება, ამ შემთხვევაში, ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც ალბათ, წამოცდენას უნდა მივაწეროთ. ჩემთვის სხვაგვარად ახსნადი არ არის, რა თქმა უნდა, ამგვარი ორმაგი სტანდარტებით, ამგვარი დამოკიდებულებებით ოპერირება და საუბარი და მითითება თუნდაც ისეთ გარემოებებზე, რომელიც შეიძლება, იდენტური იყოს სხვა სახელმწიფოებთან, სადაც ფრენებიც არსებობს, მიმდინარეობს ყველანაირი ურთიერთობა რუსეთთან და მიუხედავად ამისა, არცერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს, შეიძლება, არ უჩნდებოდეს გარკვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების აღქმა მათ მოქალაქეებთან დაკავშირებით.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ. დღეს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციას არ გამორიცხავს.



ასევე ნახეთ
close დახურვა