logo
ENG


ზელენსკი: ჩვენი პრიორიტეტია ზოგიერთი სტრატეგიული ინდუსტრიის დეოლიგარქიზაცია
  • 670ნახვები

ომთან ერთად ჩვენ გვაქვს მთელი რიგი შიდა გამოწვევები უკრაინაში, როგორც ეს ნებისმიერ სხვა ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ გვაქვს ამ გამოწვევების ძალიან მწვავე განცდა, რადგან საზოგადოებას არ შეუძლია რაღაცების პატიება. ჩვენი პრიორიტეტია საზოგადოების დეოლიგარქიზაცია და განსაკუთრებით, ზოგიერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინდუსტრიის დეოლიგარქიზაცია. ჩვენ ამ გზაზე ვართ და კარგი შედეგებიც გვაქვს. განვავითარეთ ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა. ერთ კვირაში გვეყოლება ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელიც და უკრაინის ყველა ანტიკორუფციული ინსტიტუტი 100%-ით იმუშავებს.

ქვეყნის დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთში სტუდენტებთან ჩართვის დროს ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა