logo
ENG


ვენისლავსკი: უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილი დაიბრუნოს, ციხეში დიდი რისკის შინაშეა
  • 473ნახვები

ჩვენი ხელისუფლება, დიპლომატიური წარმომადგენლები, პრეზიდენტის ოფისი - ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის დიდი პატრიოტი დაბრუნდეს უკრაინის ტერიტორიაზე და რომ არ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ციხეში სააკაშვილი დიდი რისკის წინაშე დგას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ იგი დაბრუნდეს უკრაინაში.

განაცხადა უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ფიოდორ ვენისლავსკიმ ფორმულას ეთერში, გადაცემაში გლობალური პოლიტიკა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა