logo
ENG


ბეჟაშვილი: არ ვაპირებთ ზეიმს, ვაპირებთ, დავიწყოთ პარტიის გაერთიანება
  • 348ნახვები

ეს გამარჯვება არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, პარტიის წევრების წინაშე. ჩვენი გუნდი ამას უყურებს როგორც პასუხისმგებლობას, ჩვენ არ ვაპირებთ ზეიმს, ჩვენ ვაპირებთ, უკვე ხვალიდან დავიწყოთ გაერთიანება ამ პარტიის, მათ შორის ყველა კანდიდატის საარჩევნო შტაბთან და ყველა კანდიდატთან. ჩვენ ერთობლივად უნდა დავსახოთ სტრატეგია, რომელიც პარტიას კრიზისიდან გამოიყვანს და განაწყობს ყველა წევრს საბრძოლველად.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა. დღეს ენმ-ის არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი - პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა