ამ ბრძოლაში, გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება და შემოვუერთდი ძალიან დიდ გუნდს 2013 წელს და ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევა მსურდა 2013 წლიდან ჯერ არის მიუღწეველი და მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს და ამ რეალობაში, ბუნებრივია, მე ვრჩები ბრძოლაში, პარტიაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში.
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.