ყველა ჩვენგანს გვქონდა შესაძლებლობა, თბილისის სასამართლოში დისტანციურად ჩვენების მიცემის დროს, გვენახა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები და ფოტოები. ჩვენ ვნახეთ მისი ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ბევრ დოკუმენტში ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვითხოვეთ მისი ჰუმანიტარული გათავისუფლება, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა საზღვარგარეთ. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე დაადასტურა მსოფლიოში ცნობილმა ნევროლოგმა. ძალიან გთხოვთ, რომ მიიღოთ ჩვენი მოთხოვნა.
განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ.