logo
ENG


ჰანი: ყველას ინტერესშია, სააკაშვილის მდგომარეობა დამოუკიდებელმა ინტიტუციებმა შეაფასონ
იოჰანეს ჰანი
02 თებ, 2023 13:24
ჰანი: ყველას ინტერესშია, სააკაშვილის მდგომარეობა დამოუკიდებელმა ინტიტუციებმა შეაფასონ
  • 541ნახვები

ჩვენ ყურადღება მივაქციეთ სხვადასხვა შემაშფოთებელ ანგარიშს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ჩვენ ხშირად წამოგვიწევია ეს საკითხი როგორც საქართველოს მთავრობასთან პირადად, ისე ჩვენ საჯარო გამოსვლებში. 28 დეკემბერს ევროკავშირის დელეგაციამ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ჩაატარეს ფორმალური დემარში იუსტიციის მინისტრთან, რათა აღგვენიშნა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან და იუსტიციის მინისტრთან ერთად. წინა შემთხვევაშიც ჩვენ გავიმეორეთ, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ ყველანაირი ზომა მიიღოს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვისთვის. მათ აქვთ კანონიერი ვალდებულება, რომ ყველა პატიმარს მიეცეს ჯანდაცვაზე წვდომა და მათი ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული. [...] ევროკავშირის პოზიცია ნათელია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ იმოქმედონ, თუ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა არის კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ მომენტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება საქართველოში არის შესაძლებელი, თუმცა ამას სხვადასხვა მხარე ეწინააღმდეგება. მგონი, ყველას ინტერესში შედის, რომ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობა შეფასდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიერ. ევროკავშირი სრულიად მზადაა, რომ ქართველ პარტნიორებს დაეხმაროს ამ სიტუაციაში.

ამის შესახებ ევროპარლამენტში დებატების დროს, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა