logo
ENG


ალასანია სააკაშვილზე: ჩემს თვალწინ აბსოლუტურად ქრება, დნება ადამიანი
  • 651ნახვები

ადამიანს აქვს სულ სიცხეები, გუშინ გაიჟღერა, კიდევ ერთი ახალი ტერმინი გავიგე, სპეცდიეტა აქვს თურმე, რაღაც სპეცდიეტაზეა. ამ სპეცდიეტით ხდება თურმე ეს სიცხეები, როგორც ჩანს. ტვინი რომ აქვს დაზიანებული, ესეც სპეცდიეტის შედეგია, როგორც ჩანს. და ის კიდევ, რომ ათრიეს, დაზიანებული რომ აქვს, ჩამტვრეული მალები, ხერხემალი დაზიანებული, მარცხენა მკლავი ჩამტვრეული, ესეც ყველაფერი თურმე თვითდაზიანებით ხდება. მე სწორად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქალბატონ ნინოს [ნადირაძეს] აქვს ნაკლები წარმოდგენა იმაზე, რაც ხდება რეალობაში. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ ხოლმე, გამოვდივარ აბსოლუტურად დანგრეული იმიტომ, რომ ჩემს თვალწინ აბსოლუტურად ქრება, დნება ადამიანი, მიდის.

განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.



ასევე ნახეთ
close დახურვა