მე არ ვიცი ახლა, ვინ რას გეტყვით თქვენ, მაგრამ რაც ფაქტია, არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში, უფრო გაფართოვდა რაციონი და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ კიდევ გარე ძალები, ე.წ. არ ჩაერევიან, თუ გვადროვებენ პაციენტთან მუშაობას. ოჯახი, რა თქმა უნდა, ყოველთვის დაინტერესებულია მისი მდგომარეობით და რა თქმა უნდა, ყველაფერს შეასრულებს იმას, რასაც ეტყვის პაციენტზე მართლა მზრუნავი ექიმი. ჩემი დიდი პატივისცემა ოჯახს, ეს შემიძლია გითხრათ.
ქალბატონმა ნინომ [ნადირაძე] მთელ ქვეყანას დაანახა და ყველას დაგვანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები. მე ვგულისხმობ ადვოკატებს, განსაკუთრებით, მე არ ვიცი მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების სხვა მიმართულებით, მაგრამ როდესაც სამედიცინო ქეისს ეხება შემთხვევა, გუშინ ყველას დაანახეს სრული უვიცობა.
განაცხადა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.