logo
ENG


წულუკიანი ოპოზიციის პროტესტზე: ჩვენდა საბედნიეროდ, ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ
  • 584ნახვები

ბევრი ბოიკოტი, ბევრი პროტესტი გვინახავს, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით, მომდინარე დესტრუქციული ოპოზიციისგან და რა თქმა უნდა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასიკეთო შედეგს. ქვეყნისთვის კი დასანანია. არ დადგა ის დრო ჩვენს ცხოვრებაში, რომ პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობას და მთავრობაში ხელისუფლებას გაგვიჩნდეს კომპეტენტური, ძლიერი ოპოზიციური შემადგენლობა იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს წინ. რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა. რაიმე პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისათვის სასიკეთოდ, არ გააჩნია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას დროებით წყვეტს. ენმ-ის პროტესტს დღეს სტრატეგია აღმაშენებელიც შეუერთდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა