logo
ENG


ელისაშვილი კობახიძეზე: შეიძლება მხოლოდ НТВ-ს უყურებს ან ОРТ-ს და იქიდან გამოიტანა დასკვნა
  • 882ნახვები

არ ვიცი კობახიძე რას უყურებს - შეიძლება მხოლოდ НТВ-ს უყურებს, ან ОРТ-ს და იქიდან გამოიტანა დასკვნა. ან სალავიოვი რომ არის - ერთი რაღაც გებელსის წარჩინებული მოწაფე. იმას უყურებს, თორემ რეალობას თუ შევხედავთ, არანაირი უპირატესობა რუსეთს არ აქვს. აიბნა მთელი მსოფლიო - რომ ჩვენ ვისთან ვართ, რუსეთისკენ ვართ თუ უკრაინისკენ ვართ, ევროპა გვინდა თუ მართლა ამ ნახევრად ჩაძირული რუსეთისკენ მივდივართ

განაცხადა პარტია მოქალაქეების წევრმა ალეკო ელისაშვილმა. გუშინ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა" აქვს და ამის გამო საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია.



ასევე ნახეთ
close დახურვა