logo
ENG


ბოლქვაძე გელათზე: საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი
  • 424ნახვები

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი, საჭიროა ისეთი ექსპერტები და ისეთი ადამიანები და არა 1 და არა 2, არამედ რამდენიმე, ვინც ამ თემას მოაგვარებს კლიმატიდან, სიძველიდან გამომდინარე. ეს თემები მტკივნეულია, მაგრამ მოგვარებადია...

მე უნდა გავერკვიო, მე ყველა დოკუმენტაციას არ ვიცნობ, ჩვენ არ გვაქვს ასეთი ფუნქცია, რომ ყველა დოკუმენტში გავერკვიოთ, ჩვენ რაშიც გავერკვიეთ, რაშიც ჩვენ მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, ამიტომ ჩვენ არ გაქვს არავითარი საფუძველი, რომ გავაჩინოთ ეჭვი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, უნდა დავიცადოთ. გელათს აზიანებს ყველაფერი და მოდით, ვიფიქროთ ჯერ გელათზე და მერე დანარჩენზე.

 

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ. 

15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გელათთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამონასტრო კომპლექსში არსებული "მდგომარეობა არათუ მძიმე, არამედ კრიტიკულია!".

გელათის შესახებ 30 იანვარს ანგარიში ჩუბინიშვილის ცენტრმაც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა