logo
ENG


ვოლკერი: ბრალდებები, რომ აშშ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, ნონსენსია
კურტ ვოლკერი
18 თებ, 2023 11:11
ვოლკერი: ბრალდებები, რომ აშშ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, ნონსენსია
  • 361ნახვები

ყველა ეს მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. იქნება ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია, თუ ახლა ეს ძალისხმევა იმისა, რომ კიშინიოვში მთავრობა შეიცვალოს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. რუსეთი ცდილობს, რომ გავლენის სფეროები გამოაცხადოს და მთელ რეგიონზე დომინირება მოახდინოს...საქართველოში გვესმის ბრალდებები, რომ ამერიკა ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, რაც ნონსენსია. არავინ ცდილობს ამას. მაგრამ ვფიქრობ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ძალიან საშიშ და მავნე როლს თამაშობს მთელი რეგიონის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ამ ქვეყანას მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა ტიპის რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი NATO-ში და უკრაინის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა