დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარეს. ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ყოველთვის იქნება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. რუსეთი ყოველდღიურად იწვევს ტანჯვას და ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად უკრაინის გამარჯვებაა. ჩვენ გვჭირდება სამხედრო სტრატეგია უკრაინისთვის, რომ მან მოიპოვოს უპირატესობა ბრძოლის ველზე და გაიმარჯვოს, ასევე გვჭირდება პოლიტიკური სტრატეგია, რომ მოვიპოვოთ მშვიდობა. ომში გასამარჯვებლად უკრაინას სჭირდება მეტი არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა, ასე რომ სწორედ ახლაა დრო გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა.
განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.