logo
ENG


ლაიენი: მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოსთან, რათა EU-ის 12 რეკომენდაციაზე პროგრესს მიაღწიოს
  • 394ნახვები

კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად, რათა ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად

წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს გუშინ შეხვდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა