logo
ENG


ალასანია: რომელ მსახიობს შეუძლია, მუდმივად ჰქონდეს სიცხე და ამას თამაშობდეს?
  • 534ნახვები

მოვისმინე [ღარიბაშვილის გამოსვლა] და მართალი გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის არის დიდი მსახიობი თურმე და რომელ მსახიობს შეუძლია, მუდმივად ჰქონდეს სიცხე, გეგულებათ ეგეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები ჰქონდეს სიცხე და ამას თამაშობდეს? ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია და ბოლოს, რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?

ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

ღარიბაშვილის თქმით, "სააკაშვილი კარგი მსახიობია, მთავრობა მისთვის უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს".



ასევე ნახეთ
close დახურვა