logo
ENG


ზელენსკი: ვუჰლედარის რეგიონში ვითარება ძალიან რთულია
  • 743ნახვები

მოვისმინე დეტალური ანგარიშები თითოეული საბრძოლო პოზიციის და თითოეული ცხელი ზონის შესახებ, მათ შორის ბახმუტის რაიონიდან. როგორ ვამარაგებთ ამ კონკრეტულ ტერიტორიას და რა რაოდენობით ვანადგურებთ მტერს. ვუჰლედარის რეგიონში ვითარება ძალიან რთულია. ჩვენ ვიბრძვით და ოკუპანტებს მნიშვნელოვან ზარალს ვაყენებთ. რაც უფრო მეტ დანაკარგს განიცდის რუსეთი დონბასში, ბახმუტში, ვუჰლედარში, მარინკაში, კრემენაიაში, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ამ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით. დღეს ჩვენ გადავდგით ახალი ნაბიჯი სანქციების კუთხით. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას. ეს არის უკრაინის სანქციები, მაგრამ თითოეული ჩვენი პაკეტი წარმოადგენს პარტნიორებთან სანქციებზე თანამშრომლობის საფუძველს.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



ასევე ნახეთ
close დახურვა