logo
ENG


ხვიჩია: ენჯეოშნიკები და მედიები, რომლებიც ემხრობოდნენ პოლიტიკოსების შეზღუდვას, იმსახურებენ
იაგო ხვიჩია
20 თებ, 2023 16:28
ხვიჩია: ენჯეოშნიკები და მედიები, რომლებიც ემხრობოდნენ პოლიტიკოსების შეზღუდვას, იმსახურებენ
  • 939ნახვები

ზოგადად, რაც ახლა ხდება ენჯეოშნიკებთან და მედიასთან მიმართებაში, ეს უკვე მოხდა პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. ჩვენი ფინანსები ზუსტად ისე კონტროლდება და ზუსტად იმ არგუმენტაციით ხდება გაკონტროლება, როგორც ახლა ენჯეოშნიკების შემთხვევაში.

ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ იმ ენჯეოშნიკებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსების ისე შეზღუდვას, როგორც ახლა თავის თავზე არ მოსწონთ, ეგენი ღირსებიც კი არიან და ამას იმსახურებენ. იმიტომ, რომ როცა პოლიტიკოსებს გვზღუდავდნენ მაშინ პირიქით ითხოვდნენ ამ ახალ-ახალ შეზღუდვებს და ახალ კონტროლის მექანიზმებს.

მაგრამ ჩემი კითხვა სხვა რამეშია: ხალის ძალის ამ კანონპროექტმა რით დაიმსახურა უფრო მეტი ყურადღება, რომ ახლა სასწრაფოდ ვიხილავთ, ვიდრე იმ კანონპროექტებმა, რომელიც ერთი წლის წინ შემოვიტანეთ ჩვენ განსახილველად და ეხება ადამიანის უკანონო პატიმრობას, მე ბირჟა მაფიას კანონპროექტს ვგულისხმობთ. რატომ ხდება ის, რომ ერთ კანონპროექტს არ ვიხილავთ ერთი წელია და ამ სისულელეს, რომელიც ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს ენჯეოშნიკებმა და ახლა პოლიტიკოსები უჩალიჩებთ (მე მონაწილეობას არ ვიღებ ამაში, მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ, თქვენ რომ გაუჩალიჩოთ) აი, ამან რით დაიმსახურა ყურადღება იმაზე მეტი, ვიდრე დაიმსახურებდა კანონპროექტი, რომელიც უკანონო პატიმრობის გათავისუფლებას ეხება?

თქვა გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე. პარლამენტში დაიწყო ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულების კანონპროექტის განხილვა, რომელიც "უცხორი გავლენის აგენტებს" ეხება.



ასევე ნახეთ
close დახურვა