logo
ENG


დურბინი: გვინდა დავაფასოთ ქართელი ხალხის მოქმედება უკრაინის დასახმარებლად
დიკ დურბინი
20 თებ, 2023 18:21
დურბინი: გვინდა დავაფასოთ ქართელი ხალხის მოქმედება უკრაინის დასახმარებლად
  • 540ნახვები

რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის 1 წლისთავზე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეწვია კიევს და ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმ მტკიცე მხარდაჭერის, რასაც ჩვენ ვუცხადებთ უკრაინის თავისუფლებას. გვინდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ საქართველოს, ქართველი ხალხის მოქმედება უკრაინის დასახმარებლად და პირველი გენერატორებით უზრუნველყოფა, რაც უკრაინელების მოთხოვნა იყო, რადგან მათ ეს სჭირდებოდათ, ასევე უკრაინელი ლტოლვილების მიღება. ერთ-ერთ მათგანს დღეს შევხვდით და ძალიან გულსატკენი ისტორია მოვისმინეთ, თუ რისი გავლა მოუწია მას და მის ოჯახს რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად. რუსეთის არაპროვოცირებულმა, უსამართლო შეჭრამ უკრაინაში და უკრაინელი ხალხის სიმამაცემ და წინააღმდეგობის გაწევამ, გააერთიანა ძალიან ბევრი ერი ევროპაში, რა თქმა უნდა ამას უერთდება საქართველოც. მისი განაცხადი წევრობაზე ამ ძალისხმევის ნაწილია და ჩვენს მხრივ პირობას ვდებთ, რომ მხარს დავუჭერთ ამ ძალისხმევას

 

განაცხადა ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა საქართველოშ გამართულ პრესკონფერენციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა