logo
ENG


შაჰინი: კანონპროექტი არაა აშშ-ის კანონმდებლობის მსგავსი, ის რუსული კანონის მსგავსია
ჯინ შაჰინი
20 თებ, 2023 19:02
შაჰინი: კანონპროექტი არაა აშშ-ის კანონმდებლობის მსგავსი, ის რუსული კანონის მსგავსია
  • 487ნახვები

ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ეს კანონპროექტი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მსგავსი, იგი რუსული კანონის მსგავსია. ასევე მსგავსი კანონი მიღებულ იქნა უნგრეთის მიერ და დადასტურდა, რომ ის არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან, ასევე ადამიანის უფლებების რეალიზებასთან და როცა ვსაუბრობთ დემოკრატიის უკუსვლაზე ესეც იგულისხმება

 

განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში გამართულ პრესკონფერენციაზე. ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა