logo
ENG


ბორელი: მივდივართ სანქციების დამტკიცებისკენ, ეს მოხდება მომდევნო საათებში ან დღეებში
ჯოზეფ ბორელი
21 თებ, 2023 12:52
ბორელი: მივდივართ სანქციების დამტკიცებისკენ, ეს მოხდება მომდევნო საათებში ან დღეებში
  • 294ნახვები

ჩვენ მივდივართ სანქციების დამტკიცებისკენ და სავარაუდოდ, ეს მოხდება მომდევნო საათებში ან მომდევნო დღეებში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავამდე. დაბრკოლებები, რომლებიც რჩება, გადავლახავთ. ეს არის ჩვენი, მინისტრების ვალდებულება. რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, ეს ახდენს იმის დემონსტრირებას, როგორ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკა უკრაინის ბრძოლას. მისასალმებელია ეს ვიზიტი, რადგან აჩევენებს ჩვენს ჩართულობას. შეერთებული შტატები, ევროკავშირი, კანადა და დიდი ბრიტანეთი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან ერთად, მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა