logo
ENG


ზელენსკი: მსოფლიოს ერთი წუთითაც არ უნდა დაავიწყდეს, რომ რუსულ სისასტიკეს საზღვარი არ აქვს
  • 335ნახვები

რუსული არმია მასიურად ბომბავს ხერსონს. ისევ უმოწყალოდ ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას. ავტოპარკს, საცხოვრებელ უბნებს, მაღალსართულიან კორპუსებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაარტყეს. ამ ტერორისტულ თავდასხმებს, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა.

მსოფლიოს ერთი წუთითაც არ უნდა დაავიწყდეს, რომ რუსულ სისასტიკეს და აგრესიას საზღვარი არ აქვს. ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს ყველა არაადამიანური დანაშაულისთვის ჩვენი ხალხისა და უკრაინის წინაშე.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



ასევე ნახეთ
close დახურვა