logo
ENG


ბაიდენი: მსოფლიო ელოდა, რომ კიევი დაეცემოდა, თუმცა დღეს მხრებში გაშლილი და თავისუფალია
ჯო ბაიდენი
21 თებ, 2023 20:43
ბაიდენი: მსოფლიო ელოდა, რომ კიევი დაეცემოდა, თუმცა დღეს მხრებში გაშლილი და თავისუფალია
  • 565ნახვები

ერთი წლის წინ, მსოფლიო ელოდა, რომ კიევი დაეცემოდა. თუმცა დღეს კიევი ძლიერად დგას, კიევი ამაყად დგას, მხრებშია გაშლილი და რაც მთავარია, თავისუფალია. როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, მთელი მსოფლიო გამოცდის წინაშე დადგა. ამერიკა, ევროპა, NATO, ყველა დემოკრატიული ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენი პრინციპები იყო სიღრმისეული. ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვიცით პასუხი, ჩვენ ვუპასუხეთ რუსეთს, რომ ვიქნებით ძლიერები, გაერთიანებულები და მსოფლიო არ გაიხედავს გვერდზე.

გუშინ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, პატივი მქონდა კიევში ვყოფილიყავი, იმისთვის, რომ განმეცხადებინა, რომ ერთი და იგივე ღირებულებებისთვის ჩვენ ერთად და ძლიერად ვიდგებით. როდესაც პუტინმა უბრძანა ტანკებს, შესულიყვნენ უკრაინაში, იფიქრა, რომ გადაგვივლიდნენ, მაგრამ ის შეცდა, რადგან ძალიან მამაცია უკრაინელი ხალხი. ამერიკა და სხვადასხვა ერების კოალიცია იყო ერთიანი, დემოკრატია ძლიერი გამოდგა და მარტივი არ აღმოჩნდა, მასზე გამარჯვება და ეს დამთავრდა იმით, რომ დაიწვა მისი ტანკები, უკან დაიხია რუსეთის ჯარმა და NATO უფრო გაძლიერდა და უფრო ერთიანია ახლა, ვიდრე ოდესმე.

 

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. [სინქრონული თარგმანი]

 



ასევე ნახეთ
close დახურვა