ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მტრის შეტევების შესაჩერებლად, მუდმივი ინტენსიური თავდასხმების, რომლებსაც რუსეთი არ წყვეტს უდიდესი დანაკარგების მიუხედავად. ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებებით სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ბიჭების დასახმარებლად. ავდიივკასა და სხვა მიმართულებებით მიმდინარე ბრძოლებში ოკუპანტები შეიარაღების მთელ სპექტრს იყენებენ ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ. მათ შორის ცრემლმდენი გაზის ყუმბარებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ძალებზე დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი უცვლელი რჩება. ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მებრძოლს.
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.