სააკაშვილი არის მომაკვდავ მდგომარეობაში, ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ინფორმაცია ცნობილი, რომ ის გარდაიცვალა და შესაბამისად, კლინიკამ იცის ეს ძალიან კარგად. ის არის დაბულინგებული, ტერორის ქვეშ [პენიტენციურის მიერ]. და შესაბამისად, ცდილობს კლინიკა ვივამედი შექმნას მტკიცებულება იმისა, რომ სააკაშვილი რომ გარდაიცვლება, თქვას, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით.
განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.