logo
ENG


გახარია: 20 ივნისს ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა
  • 694ნახვები

20 ივნისს ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა, ისე, როგორც აკეთებდნენ და ძალოვნებზე და პოლიციელებზე ისეთი თავდასხმა, რომელიც იქ ხდებოდა. ესეც იყო სუფთა რუსული საქმე და შედეგობრივად რომელი საქმე იქნებოდა რუსეთისთვის უფრო სასარგებლო, ეს კაციშვილმა კიდევ არ იცის - ეს ერთი, რაც არ მითქვამს აქამდე.

მეორე, ამას ვიტყვი და დავასრულებ ამ თემაზე საუბარს, გაითვალისწინეთ, ვინ დააინიცირა საქართველოს პარლამენტში, მაშინ როცა მე უკვე დიდი ხანი იყო ოპოზიციაში ვიყავი, ამნისტია 20 ივნისთან დაკავშირებით. მე და ჩემი გუნდი ვიყავით ხალხი, რომელიც ამ ამნისტიას ვეწინააღმდეგებოდით. მე და ჩემი გუნდი ვიყავით ხალხი, ვინც ამბობდა, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს მხოლოდ რიგით პოლიციელებს და მხოლოდ მოქალაქეებს და არცერთ შემთხვევაში, არცერთ პოლიტიკურ პირს. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ არის დაინტერესებული, იმით რომ 20 ივნისი ძირეულად არ იყოს გამოძიებული და მე ამ თემას ახლა, ასე ჩამოვკიდებ ჰაერში და ამის დროც მოვა, რომ ბევრს, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან შერცხვება 20 ივნისის თემის აწევის გამო...

გაითვალისწინეთ ერთი რამ, ყველაფერს სჭირდება დრო და ცოტა დაშორება მოვლენას, რომ იქიდან დაინახოთ და მე ამის შესაძლებლობას ისე, რომ არ შევეხები ამ თემას იმიტომ რომ იმ პოლიციელების ღირსებას დავიცავ, ვინც იმ დღეს იქ იყო და დარწმუნებული იყო რომ სამშობლოს და ქვეყანას ემსახურებოდა და იცავდა.

 

განაცხადა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში. 

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა