logo
ENG


ზურაბიშვილი: ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ, ქართულ ღირსებასაც იცავდნენ
  • 559ნახვები

დღეს 24 თებერვალია და დამთხვევად ვერ ჩაითვლება და ვერ მივიჩნევ, რომ ხვალ 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის დღეა. 23 თებერვალს იუნკრების საგმირო ბრძოლის ხსოვნის დღე. 19 თებერვალს კი მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე იყო. ეს ნამდვილი სიმბოლური პარალელია, რომელიც არ შეიძლება არ გავიგოთ როგორც ნიშანი... მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ უკრაინელ დაღუპულ სამხედროებს და მოქალაქეებს - ბუჩაში, ირპინში, მარიუპოლსა თუ ბახმუტში. მათთან ერთად ჩვენი თანამემამულეები, ვინც უკრაინელებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იქ დაიღუპნენ, ისინი ქართულ ღირსებასაც იცავდნენ.

 

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა